ახალი ამბები
"ვულოცავ მედიაში დასაქმებულ ყველა თანაქალაქელს"- ქუთაისის მერის მილოცვა ჟურნალისტებს
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ქართული ჟურნალისტიკის დღეს მედიაში დასაქმებულებს და ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს ულოცავს.
"ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ მედიაში დასაქმებულ ყველა თანაქალაქელს, ყველას ვინც ამ ურთულეს საქმეს ემსახურება. ჟურნალისტიკის როლსა და გავლენაზე თანამედროვეობაში უკვე აღარავინ კამათობს. თქვენ ემსახურებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიის დამკვიდრებასა და პლურალისტული გარემოს განმტკიცებას, რომელთა გარეშე ქალაქის, ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.

ვულოცავ ასევე ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან აქტიურ საქმიანობაში, მაგრამ კვალი დატოვეს თავიანთ პროფესიაში. მინდა ყველას გისურვოთ სიძლიერე და ნაყოფიერი ცხოვრება", - ნათქვამია ქუთაისის მერის მისალოც წერილში.

ჟურნალისტებს პროფესიული დღე იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემაც მიულოცა. მან ჟურნალისტებს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა უსურვა.

21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.
Print