ახალი ამბები
"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო პლაკატი ქუთაისიპოსტზე გასული მასალის შემდეგ ჩამოხსნეს
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ნინო ონიანის სააგიტაციო მასალა ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ სარეკლამო ბანერიდან ქუთაისიპოსტზე გასული ვიდეოსიუჟეტის შემდეგ ჩამოხსნეს.

სარეკლამო ბანერი შპს "ალმა+"-ს ეკუთვნის. კომპანიაში განგვიმარტეს, რომ მისი დემონტაჟი კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო შეფერხდა.

ქალაქში აღმაშენებლისა და ნიკეას ქუჩაზე კი ამ დრომდეა განთავსებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარის, გენადი მარგველაშვილის სააგიტაციო მასალები. თუმცა, დეპუტატი, სიუჟეტის მომზადების დროს ირწმუნებოდა, რომ სააგიტაციო მასალებს ჩამოხსნიდა.




საარჩევნო პლაკატები, პოლიტიკურმა სუბიექტებმა 2016 წლის საპარლემენტო არჩევენებისთვის, რომელიც 8 -30 ოქტომბერს იყო, განათავსეს. მათი ჩამოსხნის ვალებულება კი, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ჰქონდათ. მისი შეუსრულებლობის გამო კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო ოქმს ამის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგიტაციო მასალების ჩამოუხსნელობის გამო ამ დრომდე არც ერთი ოქმი შეუდგენიათ.

Print