ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 23 მარტამდე წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 20 მარტს დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +8 +10 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლ ჭყაპი და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი" - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 22 მარტს დღის მეორე ნახევარში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება ხოლო, 23 მარტს გამოიდარებს და ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება.
Print