ახალი ამბები
20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება
FaceBook
ბედნიერების საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება.

ეს დღე ბუტანის სამეფოს ინიციატივით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დაფუძნდა.

ბედნირების დღის არსებობა იმ იდეას ემსახურება, რომ ბედნიერება პლანეტის მცხოვრები ყველა ადამიანის მიზანს წარმოადგენს. ამ ფუნდამენტური მიზანს სახელმწიფოებიც უნდა ემსახურებოდნენ საკუთარი პოლიტიკითო, აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც გაერომ წარმოადგინა. იდეის ავტორების აზრით ბედნიერების ერთ- ერთ ფაქტორს ეკონომიკური ზრდა და სიღატაკის აღმოფხვრაც წარმოადგენს. რაშიც სწორედ სახელმწიფოს როლს ხედავენ.

20 მარტს ბედნიერების დღის აღნიშვნა სიმბოლური მოსაზრებით გადაწყდა. 20 მარტს დღე და ღამე მთელ დედამიწაზე თითქმის თანაბარი ხდება. დამფუძნებლებმა ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ ყველა ადამიანს თანაბრად აქვს ბედნიერების უფლება.

Print