ახალი ამბები
ქუთაისის ცხოველთა თავშესაფრიდან ძაღლებს აშვილებენ
FaceBook

ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიმდინარე წელს 35-მდე, ხოლო 2016 წელს 150-მდე ძაღლი გააშვილეს.


ააიპ "სპეციალური სერვისებში", რომლის დაქვემდებარებაშია ცხოველთა თავშესაფარი, განმარტავენ რომ ძაღლების გაჩუქება უფასოა.

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, აირჩიოს ძაღლი, გავაფორმებთ ჩუქების დოკუმენტს და შეუძლია იმ დღესვე სახლში წაიყვანოს", - ამბობს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარი, კობა იოსელიანი.
მისი თქმით, ძაღლების გაჩუქებისას, შესაძლებელია თუმცა არა სავალდებულო ცხოველთა პასპორტების დამზადებაც, რომლის საფასური 7 ლარია.

უმეტვალყურეოდ დარჩენილი ძაღლთა ახალი თავშესაფარი მიმდინარე წლის 18 მარტს გაიხსნა.
თავშესაფარში ქუჩიდან მიყვანილ ცხოველებს სამედიცინო პროცედურებს და შემოწმებას უტარებენ, რის შემდეგაც ნაწილს აშვილებენ, ხოლო ცხოველთა ნაწილს ისევ ქუჩაში აბრუნებენ.

თავშესაფარი მომსახურებას მოქალაქეებსაც სთავაზობს, რომლებსაც მოვლა-პატრონობის მიზნით ადგილზე ძაღლების მიყვანა შეეძლებათ. თავშესაფარი, ქუთაისის მერიის დაქვემდარებაში არსებულმა ააიპ ს"სპეციალურმა სერვისების" მიერ ავტოქარხის დასახლებაში აშენდა.
"ააიპ სპეციალური სერვისების" მიერ ქალაქში ამ დროსითვის 2000 მდე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლია აღრიცხული.

 

Print