ახალი ამბები
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზო დაასუფთავეს
FaceBook
ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლებმა ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზო ნაგვისგან დაასუფთავეს.

კერძო საკუთრება ათეული წლებია მიტოვებულია.

"სპეცილური სერვისების" წარმომადგენლები ეზოში თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელს დილიდან ასუფთავებენ.

"გამოვხატეთ კეთილი ნება, რადგან კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობა ჩვენს სამსახურს არ ევალება. უკვე გავიტანეთ ერთი დიდი მანქანა ნაგავი, თუმცა აქ ისეთი მდგომარეობა კიდევ იქნება გასატანი. ამასთანავე, ეზო იწმინდება მცენარეებისგან" - ამბობს "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის მოადგილე, არჩილ ჭავჭანიძე.

მისივე თქმით, ეზოს დასუფთავება საღამოს საათებში დასრულდება.

ქალაქმუზეუმის სამაჟორიტარო ოლქის, რომელსაც ჯიბლაძის ქუჩა ეკუთვნის, მაჟორიტარმა თეიმურაზ ნადირაძემ განმარტა, რომ დასუფთავების სამსახურს ტერიტორიის ერთჯერადი დასუფთავების თხოვნით მიმართა.

ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითნებურ შექმნილი ნაგავსაყრელის არსებობა გასულ კვირას გააპროტესტეს. მათი თქმით, გასულ წელს ტერიტორია საკუთარი ხარჯებით ორჯერ დაასუფთავეს.

Print