ახალი ამბები
ქუთაისში მეეზოვის დღე 12 დღის დაგვიანებით აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში მეეზოვის დღე, რომელიც 6 მარტს აღინიშნება დღეს, 18 მარტს აღნიშნეს.
ქალაქის მერმა 50 გამორჩეული მეეზოვე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

"მოგვიანებით ჩვენ ისინი მაინც დავასაჩუქრეთ, რადგან მათი შრომა არის უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის. ამ ადამიანებს სჭირდებათ მაქსიმალური ხელშეწყობა", - განმარტა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

მეეზოვების თქმით, მათთვის სასიამოვნოა როდესაც ქალაქის ხელმძღვანელობა ყურადღებას აქცევთ.

"რთულია ჩვენი პროფესია და მიხარია, რომ ასე გვაფასებენ და ყურადღებას გვაქცევენ. ამ შემთხვევაშიც არ დავავიწყდით ქალაქის ხელმძღვანელობას", - ამბობს მეეზოვე, ნატო ჯანგველაძე.

ქალაქის დასუფთავებას მერიის დაქვემდებარებაში არსებული "ააიპ სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალაქს სულ 250-მდე მეეზოვე ემსახურება.

Print