ახალი ამბები
"შემცირდება ძაღლთა პოპულაცია" - ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა, რომელსაც ერთდროულად 300-მდე ძაღლის მიღება შეუძლია. ასევე, მოწყობილია პირუტყვის სადგომი. თავშესაფარი მომსახურებას მოქალაქეებსაც სთავაზობს, რომლებსაც მოვლა-პატრონობის მიზნით ადგილზე ძაღლების მიყვანა შეეძლებათ. თავშესაფარი, ქუთაისის მერიის დაქვემდარებაში არსებულმა ააიპ ს"სპეციალურმა სერვისების" მიერ ავტოქარხის დასახლებაში აშენდა.

"აქამდე ქუთაისში მსგავსი სტანდარტების თავშესაფრი არ არსებობდა. აქ მოყვანილ ძაღლებს სხვადასხვა პროცედურები ჩაუტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ეს რაც შედეგს 2 წელიწადში მოგვცემს და შემცირდება ძაღლთა პოპულაცია" - განმარტა ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღავნელმა, გელა გაგუამ.

ძაღლთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ყოველთვის არსებობდა კრიტიკა, რადგან ქალაქში არ არსებობდა ევროპული სტანდარტების თავშესაფარი, ახლა ქუთაისში უკვე არსებობს მაღალი სტანდარტების შესაბამისი ძაღლთა თავშესაფარი" - აღნიშნა ძაღლთა თავშესაფრის გახსნაზე ქუთაისი მერმა, შოთა მურღულიამ.

ობიექტი აიპ სპეციალური სერვისების სააგენტოსა და მერიის მხარდაჭერით აშენდა. თავშესაფარი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი, ხოლო სპეციალური სერვისებიდან 80 000 ლარი გამოიყო.

ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, 2015 წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებს".
ქალაქში 2000 - მდე ე.წ. მაწანწალა ძაღლია აღრიცხული.
Print