ახალი ამბები
ხარაგაულის თეატრმა ქალთა საპატიმროში წარმოდგენა გამართა
FaceBook
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" ითამაშა.
წარმოდგენა საგაზაფხულო ღონისძიებების ფარგლებში შედგა.

სპექტაკლით ხარაგაულის თეატრალურმა დასმა ქალ მსჯავრდებულებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღეები მიულოცა.

თეატრის რეჟისორის ირინე ჩხეიძის განმარტებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თეატრალური დასის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"გვინდოდა ჩვენი სპექტალით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. დაწესებულებაში ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა. როგორც ვიცი, აქ არიან ქალბატონები შვილებთან ერთად. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა სპექტაკლი და ასევე, თოჯინების თეატრი გვაქვს, ამიტომ სიამოვნებით ჩავატარებთ მომავალში მსგავს ღონისძიებას," - განაცხადა ირინე ჩხეიძემ.

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" ხარაგაულის სახალხო თეატრის ინიციატივითა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ის მიზნად მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ისახავს.




Print