ახალი ამბები
"ეს არის მათემატიკური თემა " – ქუთაისის მერი მგზავრობის შესაძლო გაძვირებაზე
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა საქალქო ტრანსპორტის მძღოლებსა და გადამზიდავ კომპანიებთან ერთად, ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რენტაბელობაზე მსჯელობს. რის შემდეგაც გახდება ცნობილი, გაძვირდება თუ არა მგზავრობის ღირებულება ქალაქში. შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის ხელისუფლება ორ ძირითად გზას განიხილავს, რომლის მიხედვითაც მგზავრობის ტარიფის განსაზღვრა მოხდება.

"განვიხილავთ ორ ძირითად გზას – მომატებას ან მომატებას და სუბსიდირებას, თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ არც ერთი გაჭირვებული არ გადაიხდის ზედმეტ საფასურს. ახლა მიმდინარეობს მოლპარაკებები. ეს არის მათემატიკური თემა და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის შესაბამისი მათემატიკური გათვლა იქნება წარმოდგენილი, რადგან ვინმეს კეთილ ნებაზე არ არის ფასის მომატება.

ვიცით რამდენს მოიხმარენ საწვავს, რამდენი სჭირდება მანქანის შენახვას, სტანდარტი არსებობს ამისი და ვიცით რამდენი მგზავრი გადაყავთ საშუალოდ. შესაბამისდ, მარტივია ფასის გამოთვლა, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ფასი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე გადაყვანის თვითღირებულება, მაშინ ტრანსპორტი არ იმოძრავებს", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისი თქმით, გადამზიდავმა კომპანიებმა მუშაობის ახალი გრაფიკიც უნდა წარმოადგინონ, რადგან საქალაქო ტრანსპორტი მოძრაობის გრაფიკს ხშირად არღვევს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერი და გადამზიდავი კომპანიები მგზავრობის 10 თეთრით მომატებაზე უკვე შეთანხმდნენ.

ტარიფის მომატების მოთხოვნით, ქუთაისში საქალაქო ტარნსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს გაიფიცნენ.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს, დილიდან, გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვდნენ.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print