ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ფატი გოკიელის საიუბილეო საღამო მოეწყო
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ფრანკოფონიის დღეების" ფარგლებში ფატი გოკიელის 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფატი გოკიელი ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი იყო, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს ნათარგმნი.

"ფატი გოკიელი იყო პირველი ფრანკოფონი. ჩვენ გვინდოდა პატივი მიგვეგო ამ ღვაწლმოსილი ქალბატონისთვის" , -   განმარტა ღონისძიებაზე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ეკა გაჩეჩილაძემ.

ფატი გოკიელის 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სასწავლებლის სტუდენტებმა და ლექტორებმა მეცნიერის მოგონებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.

წერეთლის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის დღეები მიმდინარე წლის 16 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.
Print