ახალი ამბები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია
FaceBook
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დეტალების შესახებ ამ წუთებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.

მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სჭირდებათ.

ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად.


საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სრული მომსახურების მიღმა  გასული წლის მონაცემებით 112 000 ადამიანია დარჩენილი. ეს მოქალაქეები მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობენ, რასაც ისინი კერძო დაზღვევიდან გამოთიშვის შემდეგ იღებენ.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების დიდი ნაწილი (დაზღვევის სრული პაკეტი) ბენეფიციარებისთვის მიწუვდომელია.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თანასწორობის პრინციპის, იურისტები კი კონსტიტუციის დარღვევაზე მიუთითებენ.
Print