ახალი ამბები
სხვა საქართველო - ფოტოგამოფენა ქუთაისში
FaceBook
"თიბისი" გალერეაში მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდის" ფოტოგამოფენა "სხვა საქართველო" გაიმართა.

საგამოფენო სივრცე კლუბის 5 წევრის ირანში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს დაეთმო.

"თიბისი" გალერეაში წარმოდგენილი იყო არჩილ გეგენავას, გიორგი ჯანელიძისა და გიორგი ენუქიძის ფოტოები.

"ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დატვირთული მოგზაურობა იყო. ეს ნაწილობრივ ფოტოგამოფენების მეშვეობით გადმოვეცით ნაწილს კი ფილმის სახით წარმოვადგენთ", - აღნიშნა "თეთნულდის" წევრმა, პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ.


მათ ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ექსპედიციის ფარგლებში მწვერვალი"შაჰანკუჰი" დალაშქრეს, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ირანში ვიზიტი მარანჯაბის უდაბნოში მოგზაურობით დასრულდა. მოგზაურების თქმით, ისინი პირველი ქართველები აღმოჩნდნენ რომელთაც ეს უდაბნო გადალახეს.

გამოფენა ქართველების ირანში გასახლების 400 წლისთავს მიეძღვნა.

Print