ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითნებურ ნაგავსაყრელს აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები საცხოვრებელი სახლის ეზოში თვითნებურ შექმნილ ნაგავსაყრელს აპროტესტებენ.
ჯიბლაძის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, თავიანთი ხარჯებით გასულ წელს ტერიტორია ორჯერ გაასუფთავეს.

"150 ლარი გადავიხადეთ დასუფთავებაში, ბავშვებია აქ და ხალხი ცხოვრობს. განსაკურებით ზაფხულშია ანტისანიტარია, ქვეწარმავლებიც დადიან", – ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ამირან ფოფხაძე.

ანტისანიტარია კერძო სახლის ეზოშია, რომლის მესაკუთრე წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს.

ჯიბლაძის ქუჩა ქალაქმუზეუმის სამაჟორიტარო ოლქს ეკუთვნის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძეა. მისი თქმით, ვინაიდან ტერიტორია კერძო საკუთრებაა, შესაძლოა მან დასუფთავების სამსახურს ტერიტორიის ერთჯერადი დასუფთავების თხოვნით მიმართოს.

"ახლა ვაგროვებთ ხელმოწერებს და შეგვაქვს მერიაში. ასევე, მოვუწოდებ "ქართული ოცნების" დეპუტატს თემურ ნადირაძეს, რომელიც ამ ქუჩაზე ცხოვრობს, მოიყვანოს ნაგვის მანქანა და მოაგვაროს ეს პრობლემა", – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა ნარსია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტარლურ ქუჩის საცხოვრებელ სახლში ხელოვნური ნაგავსაყრელი გააპროტესტა.


Print