ახალი ამბები
ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში წყლის მიწოდების შეჩერების ფაქტს არ ადასტურებენ
FaceBook
ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში წყლის მიწოდების შეჩერების ფაქტს არ ადასტურებენ.

საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ წყლის შეწყევტის ფაქტს ადგილი არ ქონია და დღეს დაგეგმილი ყველა ოპერაცია დროულად ჩატარდა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით კი, დაწესებულებაში წყალი 10 წუთით, წყლის მილის დაზიანების გამო იყო შეწყვეტილი. თუმცა, ამას პაციენტების მომსახურებაში ხელი არ შეუშლია.




Print