ახალი ამბები
ქუთაისში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად თანამშრომელი დაზარალდა
FaceBook
ქუთაისში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად თანამშრომელი დაზარალდა. ვაჟა ფხაკაძეს სახეზე დაზიანება აქვს მიყენებული.
დაზარალებული ყვება, რომ ნიღბიანები იარაღით მივიდნენ, ფული მოთხოვეს. თანხის მიცმის შემდეგ სეიფის გასაღებიც მოითხოვეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ვაჟა ფხაკაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა. შემდეგ კი სასწრაფო დამხარების ბრიგადა გამოიძახეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში იმყოფება.

შემთხვევა 15 მარტს 22:20  საათზე მოხდა. ობიექტიდან 1 300 ლარია წაღებული.  "ერთი მორიგე ოპერატორი მუშაობდა. როგორც მან გვითხრა სამი ნიღბიანი შეიჭრა სადგურში, რომლებმაც თანხის წაღების შემდეგ გაქცევა მოასწრეს. თანამშრომელმა მაშინვე გამოუძახა პატრულს და მალევე მოვიდნენ. პირველად მოხდა ჩვენთან მსგავსი შემთხვევა. აქ კამერები გვაქვს და იმედია გამოძიება მალე დაადგენს მათ ვინაობას ", - ამბობს "მაქსიმუმის" მენეჯერი, დავით ასათიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
Print