ახალი ამბები
წყალტუბოს მცხოვრები 6 ტონა წყლის ხარჯვის დაფიქსირებას აპროტესტებს
FaceBook

წყალტუბოს მცხოვრებ, მარტოხელა ნუნუ ჯიქიძეს თებერვლის თვეში 6 ტონა წყლის ხარჯვა დაუფიქსირდა, რასაც აპროტესტებს.

ჯიქიძე ამბობს, რომ ის დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფება და ამდენ  წყალს ფიზკურად ვერ დახარჯავდა.



ნუნუ ჯიქიძე ქუთაისის ბაზრობაზეა დასაქმებული. ის სახლიდან დილის 6 საათიდან გადის და საღამოს 8 საათამდე მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ დრომდე მას მხოლოდ ორ ტონამდე წყლის ხარჯვა უფიქსირდებოდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებელმა აღნიშნულზე წყალმომამარგების ადგილობრივ სერვის ცენტრს წერილობით უნდა მიმართოს.

"ამის შემდეგ წყალტუბოს ტექნიკური სამსახური შეისწავლის ამ საკითხს და წერილობით ეტყვიან პაუხს. თუ მრიცხველის პრობლემაა, შესაბამისად შესაძლებელია მრიცხველი წავიღოთ სტენდზე და შევამოწმოთ. თუკი დადგინდება რომ მრიცხველი არის გამართულ მდგომარეობაში, მაშინ შესაძლოა ან ონკანი დარჩა მოშვებული ან სხვა მიზეზმა გამოიწვია ასეთი შედეგი", - განმარტავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული მენეჯერი, პაატა დარახველიძე.

ნუნუ ჯიქიძე ამბობს, რომ ის შესაბამის სერვისცენტრს მას შემდეგ მიმართავს, რაც მიმდინარე თვის ქვითარს მიიღებს და კიდევ წყლის დიდი ოდენობით ხარჯვა დაუფიქსირდება.
1 ტონა წყალზე ფიზიკური პირებისთვის 50 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 4 ლარია განსაზღვრული.

Print