ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ 132 თანაშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა
FaceBook

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სასამართლო დავა 187 თანამშრომლიდან 132-ზე შეწყვიტა.

საუბარია იმ თანამშრომლებზე რომლებიც 2015 წლის 11 დეკემბერს გაიფიცნენ. გაერთიანებამ თანამშრომლების წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა. გაერთიანება გაფიცვის უკანონოდ ცნობას და ბაღებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე ამბობს, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა აღიარა, რომ გაფიცვა იყო არაკანონიერი.

"იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო გადაწყეტს, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლების მიერ გამართული გაფიცვა უკანონო იყო, მათ მატერიალური ზარალის ანაზღაურება შესაძლოა დეკისროს. გაფიცვის დღეს მათთვის გამოყოფილი ხელფასი, ასევე კომუნალური და სხვა ხარჯები დაითვალა", - ამბობს რამაზ იობიძე.

თუმცა ის აღნიშნავს, რომ გაერთიენების გადასაწყვეტია დააკისრებს თუ არა თანაშრომლებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

 


ამავე თემაზე:

ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთვრობო ორგანიზაცია იკვლევს

ქუთაისის ბაგა-ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო


ქუთაისის საბავშვო ბაღებში 295 ახალი პედაგოგი შეარჩიეს


უკანონოდ გაგვათავისუფლეს - ქუთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები

უთაისში საბავშვო ბაღების გაერთიანების სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს


ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - თანამშრომლებს გათავისუფლება არ ემუქრე
Print