ახალი ამბები
"თავისუფალი საქართველო" პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა პოლიტიკურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმარათველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს.
მან ქვეყნის მასშტაბით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა მერების, გამგებლებისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ერთიანად დაასახელონ.

"ხდება ამომრჩევლების ხელოვნური პოლარიზაცია და როგორც შევარდნაძემ დასვა სააკაშვილი 2003 წელს და ყველას ეგონა რომ რევოლუცია იყო, სინამდვილეში კი იყო სპექტაკლი, ბათუმში განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის უკითხავად მოიყვანონ ხელისუფლება. ამას კი ეროვნული ძალები უნდა დავუპირისპიროთ", –  განმარტა ქუთაისში კახა კუკავამ.

მის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ.


Print