ახალი ამბები
"ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტება გადაუხდელობის გამო დენის გამორთვაზე
FaceBook
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის სერვისცენტრში პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებას ეხმაურებიან.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში ადასტურებენ, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო 3 202 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. თუმცა, განმარტავენ, რომ ეს 2016 წლის სამი თვის მონაცემია.

"მაგრამ როგორც წესი, ასეთ დროს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე ხდება, რადგან აბონენტები რამდენიმე საათში ფარავენ არსებულ დავალიანებას. ეს ციფრი მიეწოდა კომპანიის მიერ ბატონ გოგი წულაიასაც. რაც შეეხება, თითქოს ამჟამად "უდენოდ დარჩენილ 1500 ოჯახს", რა წყაროდან მოიძია მან ეს ციფრი, ჩვენთვის უცნობია, ალბათ მისი ვარაუდია. როგორც წესი, უფრო დიდი ხნით გამორთული რჩება ისეთი მომხმარებლები, სადაც მუდმივად ან დროებით არავინ ცხოვრობს. თუმცა,  ასეთ მისამართებზეც დავალიანების დაფარვისთანავე აღდგება ენერგომომარაგება", - განმარტავენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლელმა გოგი წულიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში განაცხადა, რომ
ქუთაისში, ყოველთვიურად 3 202 აბონენტს ტარიფის გადაუხდელობის გამო დენის მიწოდება ეთიშება.
ამ დროისთვის კი, წულაიას განმარტებით, ქალაქში 1 500 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"ენერგო-პრო ჯორჯიასქუთაისის მომსახურების ცენტრი დაახლოებით 70 000 აბონენტს ემსახურება.







Print