ახალი ამბები
"ევროკავშირში ურბანული პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი" - ქუთაისში ურბანული განვითარების გეგმები განიხილეს
FaceBook

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში  რეგიონალური განვითარების დაგეგმვის, ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების და ინოვაციების დანერგვის საკითხები განიხილეს.


ეს საკითხები, ევროპის კომისიის რეგიონალური და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, მაიკლ რალფმა, ქუთაისის მერთან, იმერეთის გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

"ევროკავშირში ურბანული პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ძალიან ბევრი არის დამოკიდებულო ამ სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ რეგიონალური პოლიტიკის განვითრების შესწავლა დავიწყეთ არაწევრ ქვეყნებთანაც", - განმარტა ევროპის კომისიის რეგინალური და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის მრჩეველმა, მაიკლ რალფმა.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუმრებს ქუთაისში მიმდინარე პროექტები გააცნეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვიზიტის მიზანია ის დახმარება, რომელიც ევროკომისიიდან მოდის, უკვე გადავდივართ პროექტის მეორე ფაზაზე ,თუმცა ახლა ხდება ანალიზი თუ რა პროექტები განხორციელდა ამ დრომდე", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

შოთა მურღულიამ ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, თვითმმართველობის რეფორმაზე და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალური მომსახურების სფეროში არსებობს.ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.

მაიკლ რალფი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აღნიშნულ პარტნიორობაზე შესაძლოა მეტწილად იყოს დამოკიდებული რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავება, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მოცულობის ზრდაც. 

 

Print