ახალი ამბები
"ქუთაისში 3 202 ბავშვი იზრდება სიბნელეში" - გოგი წულაია
FaceBook
ქუთაისში, ყოველთვიურად 3 202 აბონენტს ტარიფის გადაუხდელობის გამო დენის მიწოდება ეთიშება.
ამ დროისთვის კი, ქალაქში 1 500 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლელმა გოგი წულიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში განაცხადა. წულაიას თქმით, მან ეს მონაცემები ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალიდან წერილობით მიიღო.


"წარმოგიდგენიათ ეს რა არის? ყველაზე მცირე 3 202 ბავშვი იზრდება სიბნელეში, იზრდება გაკვეთილების გარეშე, იზრდება ტელევიზორის გარეშე, იზრდება ინტერნეტის გარეშე, იზრდება სიყვარულის გარეშე და იზრდება გაბოროტებული. ამ ფონზე სხვას არ მოვყვები არაფერს. იმას, რომ გზა არსად არ ვარგა, იმას რომ თუ რამე პროექტი დაიწყეს ბოლომდე ვერაფერი მიიყვანენ", - განაცხადა  გოგი წულიამ.




Print