ახალი ამბები
2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა
FaceBook
2002 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა, აქედან 24% სოფლად მცხოვრები მოქალაქეები არიან.
აღნიშნული მონაცემები ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. შეხვედრაზე ფონდის წარმოამდგენლებმა სხვადაასხვა პროექტებზე ისაუბრეს, რაც ქვეყნის მასშატაბით უნდა განხორციელდეს და ხელს შეუწყობს შობადობის ამაღლებას.
"საქართველოს მასშტაბით გვსურს მოსახლეობის ინფორმირებულობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რადგან ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტები არის ახალგაზრდებისა და სტუდენტებისათვის," - განაცხადა ფონდის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დამფუძნებლების ინფორმაციით, დემოგრაფიულ პროექტებზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"ქვეყანაში დემოგრაფია არის პრობლემის წინაშე, შობადობა დაბალია, ხოლო აბორტების მაჩვენებელი მაღალი. ეს პრობლემა აყვანილი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში," - განაცხადა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდი საქართველოს რეგიონებში დემოგრაფიულ კვლევას აწარმოებს. იმერეთის რეგიონში არსებული დემოგრაფიული მაჩვენებლების პრეზენტაციას ფონდი მიმდინარე წლის სექტემბერში წარმოადგენს.
დეა მანაგაძე
Print