ახალი ამბები
ელისო კილაძის შვილის დაკავებას აქციით გამოეხმაურნენ
FaceBook

ქუთაისის მერიის შენობის წინ, ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა.


აქციის ორგანიზატორების თქმით, დავით ხარშილაძე ამ დროისთვის პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფება.

"ძალიან ბინძური სცენარია დაწერილი ამ საქმეზე. ამ ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს ასეთი მეთოდებით მოქმედება. ეს ყველაფერი ხდება ელისო კილაძის სამიანიობის გამო", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ლედი ტუკვაძემ.

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

 

Print