ახალი ამბები
ქუთაისში,ქართული ფილმის პრემიერის თარიღი დაანონსდა
FaceBook
ქუთაისში ე.წ. კინო საქართველოს დარბაზში ფილმის "განწირული გვირგვინის" თრაილერის პრეზენტაცია და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის კონფერენცია გაიმართა.

"განწირული გვირგვინის" სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა.

სურათის ჟანრი სათავგადასვლოა და უძველესი საგანძურის "კოლხური დიადემის" შესახებ მოგვითხრობს.


ფილმის ავტორების ინფორომაციით გადაღებები ქუათაისში მიმდინარეობდა ექვსი თვის მანძილზე. მასში ადგილობრივი მსახიობებია დაკავებული. 

"საქართველოდან უამრავი ნივთია წაღებული და დაკარგული, ეს ნივთები ეროვნულ საგანძურს წარმოადგენდნენ. მათი დაკარგვა ყველა ქართველის სატკივარია. ფილმი სწორედ ამ პრობლემაზეა, თუ როგორ ცდილობს საგანძურის გატანას ბოროტმოქმედთა დაჯგუფება და როგორ უწევს მათ წინააღმდეგობას მუზეუმის თანამშრომელი. ჩვენი სათქმელიც ეს არის რომ ადამიანები გაუფრთხილდნენ საკუთარ ეროვნულ საგანურს", - აღნიშნავს ცისკარა ფაჩულია.

ფილმის პრემეირა 30 მაისს გაიმართება კინოთეატრ "საქართველოს" კინოდარბაზში.

Print