ახალი ამბები
საპატრიარქოს წინააღმდეგ ჟურნალისტის სასამართლო პროცესი გადაიდო
FaceBook
საპატრიარქოს წინააღმდეგ ქუთაისელი ჟურნალისტის დალი ბარაბაძის  საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარის ადვოკატი გელა ჩივაძე, დალი ბარაბაძემ კი, საპატრიარქოს სხვა ადვოკატის მიერ პროცესის წაყვანაზე უარი განაცხდა.

სხდომაზე არც მოსარჩელე მხარის ადვოკატი გამოცხადდა, რის შემდეგაც  სხდომა მიმდინარე წლის 4 აპრილს  ჩატარდება.

სხდომაზე დასასწრებად მივიდა ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატეც.

"შეგნებულად მოდის, რომ ჩემზე მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა", – აცხადებს დალი ბარაბაძე.

ჟურნალისტი  მეუფე კალისტრატეს 15 140 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს.
Print