ახალი ამბები
კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა
FaceBook
ქუთაისში, აბაშიძის გამზირზე (#10) კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა. 9 სართულიანი კორპუსიდან ბოლო სართულსა და სახურავს შორის არსებული გარე ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.

თვითმხილველთა თქმით, კედლის მოწყვეტილი ნაწილი ჯერ მაღაზიის სახურავზე დავარდა, შემდეგ კი გოგონას დაეცა.

გოგონას თან ახლდნენ მშობლებიც, რომლებიც იმ მომენტში კორპუსის პირველ სართულზე არსებულ ბანკში იმყოფებოდნენ. უბედური შემთხვევა დაახლოებით 45 წუთის  წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

აბაშიძის გამზირზე (#10) მდებარე საცხოვრებელი კორპუსი 1981 წელს არის აშენებული.



Print