ახალი ამბები
"გა-მოხატე ევროპა" და „შენს ქალაქს დაუტოვე“ - კონკურსები NATO-ს თემაზე
FaceBook
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ორ კონკურსს აცხადებს.
"გა-მოხატე ევროპა" და "შენს ქალაქს დაუტოვე". ორივე კონკურსი საქართველოს მასშტაბით ცხადეება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პირველ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 25 მარტამდე უნდა შექმნას პოსტერი, გადაიღოს ფოტო ან დახატოს ნახატი თემაზე - "ჩემი თვალით დანახული ევროპა". ნამუშევრები შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

მეორე პროექტი "შენს ქალაქს დაუტოვე" ხორციელდება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში,ბათუმში, გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მესტიაში, რუსთავსა და ქუთაისში.

პროექტი იყოფა ორ ეტაპად: 1. ესკიზების შერჩევა ქუჩის მხატვრობისთვის (Street Art).

2. აღნიშნულ 10 ქალაქში მოხატულ ობიექტებს შორის კონკურსი.

პროექტის ავტორთა ინფორმაციით კონკურსების მიზანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი - NATO-ს შესახებ ცნობადობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობაში, ხალხის ინფორმირება, მოსახლეობის გააქტიურება და მათი საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესებში ჩართვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ესკიზები უნდა გააგზავნონ 26 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

პროექტის ავტორები აზუსტებენ რომ აუცილებელია მონაწილეებმა ელექტრონული ფოსტის სათაურის გრაფაში (Subject; Title) მიუთითოთ პროექტის სახელწოდება - "შენს ქალაქს დაუტოვე", ან "გა-მოხატე ევროპა" .

პროექტები ხორციელდება ევროკავშირის დელეგაციის ფინანასური მხარდაჭერითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.


Print