ახალი ამბები
ქუთაისში 14 მარტს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით,
მიმდინარე წლის 14 მარტს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერი "5ბ" და ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 200 აბონენტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

ზესტაფონში 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ "კვალითის დასახლების" აბონენტებს ქ. ზესტაფონის კვალითის დასახლებაში.
11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება ფიდერ "როხზე", რის გამოც ძაბვის მიწოდება შეუწყდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს წითელხევი, როხი, სალომინაო.
გადამცემ ხაზ "გლოლაზე" დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს გლოლასა და შოვს.
Print