ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ ყოფილ თანამშრომელს სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო
FaceBook

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, დაწესებულების ყოფილ თანაშრომელს, მაკა ნაცვლიშვილს სააპელაციო სასამართლო დავა მოუგო.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მაკა ნაცლიშვილის გამატყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 10 მარტს გამოიტანა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ადვოკატის რამაზ იობიძის განცხადებით, სასამართლომ ისინი ყველა ბრალდებაში გაამართლა.

" საქალაქო სასამართლომ დაგვაკისრა გაცდენილი საათების ანაზღაურება და ასევე, 6000 ლარიანი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლომ კი, ეს ვალდებულებები მოგვიხსნა", - აცხადებს იურისტი, რამაზი იობიძე.

თავად, მაკა ნაცვლიშვილის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განცხადებით მას ამ დრომდე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. თუმცა, ამბობს რომ ის სააპალეციო სასამრთლოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"ჩემთვის გაუგებარია რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მაკა ნაცვლიშვილი გაამართლა", - ამბობს, რობიზონ ხურცილავა.

მისი თქმით, დაახლოებით 30 დღის ვადაში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდება ის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით უზენაეს სასმართლოს მიმართავს.

მაკა ნაცვლიშვილისა და ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილება გაერთიანების ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და
გაასაჩივრა.
2016 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის მაკა ნაცლიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანების ადმინისტარაცის დირექტრის, ნანა ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული ბრძანება, (რომლის საფუძველზე მოხდა ნაცვლიშვილის გათავისუფლება) ბათილად ცნო, ასევე, გაერთიანებას დაეკისრა ნაცვლიშვილისთვის 6000 ლარის გადახდა.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის ბრძანების თანახმად, სამ თანამშრომელს დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გასული წლის 20 მაისს ჩაბარდათ.

დოკუმენტის თანახმად, სამსახურიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ორი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასხურის უფროსი დაითხოვეს.


 

Print