ახალი ამბები
ბაღდათის გამგეობაში სამსახურების უფროსები გაათავისუფლეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის შედეგად სამი სამსახურის უფროსი გათავისუფლდა.
მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსდა.

დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია სოციალური სამსახურის უფროსი,ლიანა გიორგიძე, რომელიც  ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მურად მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

თანამდებობა დაატოვებინეს  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს შალვა სვანიძესაც.

ამ დროისთვის ვაკანტურია ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა.

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის ცნობით, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება, რის შესახებაც მიმდინარე წლის 13 მარტს გახდება ცნობილი.

ქუთაისიპოსტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გასული წლის დასაწყისში 92 თანამშრომელი მუშაობდა. მიმდინარე წლის 27 თებერვლის მოდგომარეობით მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რიცხვი არ შეცვლილა.


Print