ახალი ამბები
კიევისა და ალმაატის საერთაშორისო გამოფენებზე იმერეთის რეგიონიდანაც ჩაერთვებიან
FaceBook
კიევისა და ალმაატის საერთაშორისო გამოფენებზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან- ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან იქნა მიღწეული.
აღნიშნულ გამოფენაზე იმერეთიდან სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ტურისტული კომპანიები პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის ტურისტული ობიექტების და არსებული პოტენციალის გაცნობა, სპციალურ სტენდების საშუალებით არის შესაძლებელი.

გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება და მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.



Print