ახალი ამბები
ჭიათურის სოფელ ხრეითში საავტომობილო გზა ჩამოიშალა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში, სპარიეთის უბანთან დამაკავშირებელ გზაზე 7 მარტს მეწყრული პროცესები განვითარდა.
მომხდარის შედეგად ჩამოიშალა საავტომობილო გზის ნაწილი.

ადგილიზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,  თემურ შეყლაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლაშა გოცაძე და გამგებლის წარმომადგენელი,  ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულში არჩილ ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

როგორც გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილმა განაცხადა, მოხდება ადგილის შესწავლა, რის შემდეგაც გზის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.
Print