ახალი ამბები
ქუთაისში კულტურული ღონისძიებების შესახებ "ტელე–აფიშა"ს მომზადება იგეგმება
FaceBook

ქუთაისში გასამართი კულტურული ღონისძიებების შესახებ "ტელე–აფიშის" მომზადება იგეგმება.

ამ მიზნით ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 9 მარტს 4 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170003952) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში  ჩასატარებელ კულტურულ ღონისძიებებზე 2–დან 7 წუთამდე საინფორმაციო სახის 52 გადაცემის მომზადება უნდა უზრუნველყოს.

გადაცემები ავტორიზაციის მქონე იმ ტელევიზიამ უნდა მოამზადოს, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიან მიღებას და მაუწყებლობას, ქუთაისის ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე ახორციელებს.

"ტელე–აფიშების" სატელევიზიო ჩვენება 6 თვის განმავლობაში 2017 წლის აპრილიდან–ნოემბერის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

ქუთაისში გასამართ ყველა კულტურული ღონისძიების შესახებ მომზადებული ტელე–აფიშა სამშაბათს და პარასკევს 16:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე უნდა გავიდეს ტელე ეთერში.
მომაზადებული გადაცემები გამარჯვებულმა კომპანიამ 5 DVD დისკზე უნდა ჩაჭეროს და ქუთაისის მერიას მიაწოდოს.

ტელე–აფიშის მომზადებისთვის ტენდერში დოკუმენტაციის მიღების ვადა მიმდინარე წლის 17 მარტს იწურება.


 

Print