ახალი ამბები
„წლის ბიზნესი 2016“ ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია რამდენიმე ათას ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook

ქუთაისის მერიამ „წლის ბიზნესი 2016“ კონკურსის ფარგლებში ბიზნეს დაჯილდოვების ღონისძიების ორგანიზებისთვის მიმდინარე წლის 9 მარტს 12 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170003942) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების გახსნა-ნომინაციების წარდგენა-დაჯილდოვება-დახურვა უნდა უზრუნველყოს.

ასევე, ფურშეტი და დაჯილდოების ადგილის დეკორაციულად გაფორმება მაქსიმუმ 150 პერსონაზე უნდა  იყოს გათვლილი. 
დარბაზი მრგვალი მაგიდებით, სკამებით, წითელი ხალიჩით, ალაფურშეტით, სცენარისტით ღონისძიების წამყვანი 2 პირით მომსახურე და დამხმარე პერსონალით, გახმოვანების აპარატურით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემა live გადაცემისათვის, მუსიკალური ბენდი, საინფორმაციო ბანერები, ფოტო და ვიდეო გადაღება FULLHD ხარისხით, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება, როგორც დარბაზში განთავსებულ მონიტორზე, ასევე, პირდაპირი გადაცემა უნდა განხორციელდეს ქუთაისის მერიის ოფიციალური Facebook ან Youtobe სერვერზე Full HD ხარისხით.

ასევე, სადღესასწაულო ეფექტები, ერთწუთიანი ფეიერვერკი შადრევანი, გამარჯვებულთათვის და მონაწილეთათვის სერთიფიკატები და პრიზები, ღონისძიების ბროშურის ბეჭდვა სტამბური წესით უნდა უზრუნველყოს. ასევე, გამარჯვებულმა კომპანიამ ბიზნეს დაჯილდოვებაში მონაწილეთათვის 16 ცალი პრიზი უნდა დაამზადოს.

სატენდერო დოკუმენტაციით ასევე განსაზღრულია,  ადგილი სადაც უნდა მოხდეს ღონიძიების მოწყობა. მაგალითად,  დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ დაჯილდოებისთვის დარბაზი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ან ქუთაისის ირგვლივ არაუმეტეს 3 კილომეტრის ზონაში უნდა დაიქირაოს.

„წლის ბიზნესი 2016“ ორგანიზებითვის ტენდერში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 მარტს იწურება.

ქუთაისში საუკეთესო ბიზნეს კომპანიების გამოსავლენად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტს მთავრდება.
კომპანიებმა საბუთები ქუთაისის მერიაში უნდა მიიტანონ, ან ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გაგზავნონ.
ქუთაისის მერია 30 გამარჯვებულს 16 ნომინაციაში გამოავლენს.

ადგილობრივი თვითმმართველობა წლის წარმატებულ ბიზნესკომპანიებს გასული წლიდან აჯილდოვებს. გასულ წელს, მერიამ 12 წარმატებული ბიზნესკომპანია გამოავლინა.



 

Print