ახალი ამბები
ქუთაისის მერიას საახალწლო განათებების დამონტაჟებისთვის თანხის გადაუხდელობის გამო უჩივიან
FaceBook

ინდმეწარმე კობა ჯღარკავამ, რომელმაც ქუთაისში საახალწლო განათებების ნაწილი დაამონტაჟა, ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ სარჩელი  სასამართლოში  მიმდინარე წლის 1 მარტს შეიტანა. ის მერიისგან იმ თანხის გადახდას ითხოვს, რის სანაცვლოდ ქალაქში საახალწლო  მორთულობა დაამონტაჟა.  

"მერიისგან  ერთი თეთრი არ მიმიღია. ახლა სასამართლო გადაწყვეტს მეკუთვნის თუ არა", - ამბობს ინდმეწარმე, კობა ჯღარკავა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მათთან საჩივრის შესახებ დოკუმენტი არ მიუღიათ.

"ქუთაისის მერიამ უჩივლა კობა ჯღარკავას. მაგრამ  ჩვენ  თუ გვიჩივლა ამ დრომდე ეს არავის უცნობებია",  - აცხადებენ  ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ქუთაისის მერიამ ინდმეწარმე კობა ჯღარკავას მიმდინარე წლის იანვარში განათებების არაჯეროვნად შესრულების გამო სასამართლოში უჩივლა.

ინდმეწარმე კობა ჯღარკავას ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მორთვა მერიის მიერ გასული წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (SPA160027960) შედეგად დაეკისრა. მხარეებს შორის ხელშეკრულება გასული წლის 28 ნოემბერს, 47 777 ლარზე გაფორმდა.

მოგვიანებით კი, მიმდინარე წლის 13 იანვარს, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ინდმეწარმეს კორექტირებული ფასების ცხრილი წარედგინა, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კობა ჯღარკავას 47 777 ლარის ნაცვალდ, 32 756. 84 უნდა მიეღო.
ქუთაისში საახალწლო განათებები, ამდრომდე ჩამოუხსნელია.



 

Print