ახალი ამბები
სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტები ერთ საიტზე - სახელმწიფო აუდიტის ახალი პროექტი
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მთავარ ფოიეში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ანალიტიკური ვებპლატფორმის - "ბიუჯეტის მონიტორის" პრეზენტაცია შედგა.
უწყებში შექმნილ ვებგვერდზე budgetmonitor.ge სახელმწიფო ბიუჯეტთან და ჩატარებულ აუდიტებთან დაკავშირებული ინფორმაციაა წარმოდგენილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ვებპლატფორმის მისია სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება და საჯარო რესურსების უკეთესად მართვის ხელშეწყობაა.

"ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ მიიღოს ინფორმაცია, არამედ დაინახოს თუ რა სისტემური პრობლემებია ბიუჯეტის მართვაში,"  - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ. 

ვეგ-გვერდზე, სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს ქვეყნის თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებულ აუდიტის შედეგებს გაეცნოს.

მასზე დეტალურადაა ასახული რამდენია მუნიციპალური ბიუჯეტი, რა რაოდენობის ტრანსფერები მიიმართება მათში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რამდენია ადმინისტრაციული ხარჯი და რამდენი იურიდიული პირია თითოეულ მათგანში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური დირექტორის, ლაშა თოდრიას განცხადებით, ვებ-გვერდი კვარტალში ერთხელ განახლებადი იქნება.

ღონისძიებას ქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.



Print