ახალი ამბები
შსს ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. "ქურდული სამყაროსა" და ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწისა და გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

ამ მიზნით, უწყებაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შსს-ს აკადემიაში გაიმართა.

სხდომას საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print