ახალი ამბები
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება
FaceBook
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის განახლებული პროექტი მზად არის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად მიმდინარე წლის მაისში წარუდგენენ.
პროექტის ავტორი არქიტექტორი გივი გოგრიჭიანია, რომელმაც წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე მონაკვეთის რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი პირველად 1992 წელს მოამზადა.

"ხიდებს შორის მოცემული ტერიტორიის ორივე მხარე უნდა აღდგეს, ასევე უნდა დაემატოს ახალი ობიექტები, განთავსდეს თუნდაც კვების ობიექტები. ადგილი საინტერესო უნდა გახდეს ტურისტებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს. ვფიქრობ, აღდგენის იდეა საინტერესო იქნება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ასევე, ბიზნესმენებისთვის", - ამბობს არქიტექტორი. ის ამბობს, რომ პროექტი რიონისპირა სახლების მოწესრიგებას და ახალი ობიექტების დამატებას გულისხმობს.

გივი გოგრიჭიანის თქმით, რიონისპირა სახლები ქუთაისში მე-19 საუკუნის ერთადერთი ხუროთმოძღრების ძეგლია, რომლის განახლება აუცილებლად უნდა მოხდეს. გივი გოგრიჭიანის თქმით, რიონისპირა ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 6 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე არც ერთ არქიტექტორს არა წარუდგენია.

თუმცა აღნიშნავენ, რომ საპროექტო წინადადების, თუ ინიციატივის დაყენების შეთხვევაში, რიონისპირა სახლები კერძო საკუთრებაა, რომლის რეაბილიტაციაც მათ
გეგმებში არ შედის.



Print