ახალი ამბები
ქუთაისის მერია მგზავრობის გაზრდილ ტარიფზე: შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმები
FaceBook

ქუთაისის მერიამ სამარშრუტო ხაზის ნებართვის მფლობელები გაზრდილი ტარიფი გამო დააჯარიმა.


"მერიის მიერ გატარდა საჯარიმო ღონისძიებები კერძოდ: არასანქცირებული აქციის გამო დაჯარიმდა ყველა (42) სამარშრუტო ხაზის ნებართვის მფლობელი და თვითნებურად გაზრდილი ტარიფის გამო, შესაბამისს ხაზებზე გამოიწერა ჯარიმები", - განმარტავენ მერიაში.

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით მას შემდეგ გაზარდეს, რაც ორდღიანი გაფიცვის მიუხედავად მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაზრდილი ტარიფით კი, სატრანსპორტო მუშაობა კი 7 მარტს საღამოს საათებში აღდგა.

მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფასის გაზრდა თვითნებურად მოხდა.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოველდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.

ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

 

Print