ახალი ამბები
"თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას გვაცნობეთ"
FaceBook
ქუთაისში მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახური  განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ ფასის გაზრდა თვითნებურად მოხდა.

"მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას გვაცნობეთ ცხელ ხაზზე 242651",  - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისში, საქალაქო ტრასპორტის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. სამაგიეროდ, მგზავრობის ღირებულება 0.10 ლარით მოუმატეს.

მძღოლები განმარტავენ, რომ მომატებული ტარიფით ქალაქში 8 მარტიდან ტრანსპორტი ყველა მიმართულებით განაახლებს მოძრაობას.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.

ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში
Print