ახალი ამბები
შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრასპორტის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. სამაგიეროდ, მგზავრობის ღირებულებას 0.10 ლარით მოუმატეს.
მძღოლები განმარტავენ, რომ მომატებული ტარიფით ქალაქში 8 მარტიდან ტრანსპორტი ყველა მიმართულებით განაახლებს მოძრაობას.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.

ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან
Print