ახალი ამბები
ბავშვი, რომელიც სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
FaceBook
ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის #1 კერძო სკოლის მოსწავლე, რომელიც ფანჯრიდან გადახტა ამდრომდე საავადმყოფოში რჩება.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთლეობის მდგომარეობა სტაბილურია და ის შესაძლოა დღეს გაწერონ სამედიცინო დაწესებულებიდან.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის #1 კერძო სკოლის დირექტორს, ეკატერინე ბაბუნაშვილს, ამავე სკოლის მეორე სართულიდან მოსწავლის გადმოხტომის ფაქტზე საუბარი არ სურს.
მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იხსნის, თუმცა, ამ საკითხზე მოსწავლის მშობლის და ბავშვის ინტერესებიდნ გამომდინარე არ საუბრობს.

"პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, უბრალოდ, ამ ეტაპზე ვიყენებ დუმილის უფლებას. ვერ მოგცემთ ინფორმაციას. დედის თხოვნაა. მშობელმა დამირეკა გუშინ საღამოს და მითხრა არ მინდა ბავშვი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცესო. მიმართეთ გამოძიებას და იქ გეტყვიან ყველაფერს ",-აცხადებს ეკატერინე ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწავლე თანაკლასელებმა სკოლის საპირფარეშოში ჩაკეტეს, რის გამოც ბავშვი მეორე სართულიდან გადმოხტა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლე სკოლაში ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა.

"ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა. ბავშვი ორ კვირაში დაბრუნდება სკოლაში", - აცახდებს ეკატერინე ბაბუნაშვილი.

ფაქტზე გამოძიება 124–ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


Print