ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობას რუსთავი 2–ის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მოსახლეობას რუსთავი 2 -ის მხარდაჭრისკენ მოუწოდა.

გია თევდორაძის  თქმით, რუსთავი2 არის დემოკრატიის, მედიაპლურალიზმისა და თავისუფლების სიმბოლო.

"რუსთავი 2-ზე წყდება დღეს ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას გვერდში დავუდგეთ ამ ტელევიზიას", - ამბობს გია თევდორაძე.

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ფლაერები ყვავილების ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს და ხალხს სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004–2006 წლებში "რუსთავი 2"–ის თანამფლობელი იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 2015 წელს შეიტანა.


Print