ახალი ამბები
"იმედია პროკურატურა ჯახუას დაკავებას არ მოითხოვს" - მოძღვრის ადვოკატი „კანაფის საქმეზე“
FaceBook
სასულიერო პირს, გიორგი ჯახუას, ქუთაისის საქალქო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული 2000 ლარი ამ დრომდე არ გადაუხდია, რომლის ვადა მიმდინარე წლის 4 მარტს ამოიწურა. თუმცა, ბრალდებულის დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ პროკურატურა მის დაკავებას არ მოითხოვს.
"სრული სამართლებრივი საფრთხე არსებობს, რომ დააკავონ გიორგი ჯახუა, მაგრამ იმედია პროკურატურა არ დააყენებს ამ შუამდგომლობას", – აცხადებს გიორგი ჯახუას ადვოკატი, ვალერი თევდორაძე.

მიმდინარე წლის 6 მარტის სასამართლო პროცესზე,  ბრალდების მხარეს ჯახუას  დაკავება არ მოუთხოვია,  სხდომა კი,  23 მარტს გადაიდო, სადაც  ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ 3 ექსპერტი და 4 სამართალდამცავი მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

დაცვის მხარე არ ეთანხმება ჯახუას სახლიდან ამოღებული ორი ძირი კანაფის აწონვის წესს. მათი თქმით, ექსპერტებმა მცენარე იმ ნაწილთან ერთად აწონეს, რომელიც რეალურად არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებას.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი მიმდინარე  წლის 19 იანვარს ამოიღეს.

ჯახუას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სახით 2000 ლარი შეუფარდა.



Print