ახალი ამბები
"თუ ნახევარ საათში არ დაიშლებით, ხელშეკრულებებს შევწყვეტთო" - ქუთაისში გაფიცული მძღოლები
FaceBook
ქუთაისის გაფიცული საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების განმარტებით, ქალაქის მერიის წარმომადგენლებისგან სატელეფონო ზარით მათ დაშლის და სამუშაოზე გასვლის შესახებ მითითება მიიღეს.

"გვითხრეს, რომ თუ ნახევარ საათში არ დაიშლებით, ხელშეკრულებებს შევწყვეტთო. გუშინ ქალაქის მერი არაა ქალაქში და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთო გვითხრეს და დღეს ხელშეკრულების შეწყვეტაზე აღარაა ხომ საჭირო ქალაქის მერი?", - ამბობენ გაფიცული მძღოლები.

მერიაში კი,  მათი მხრიდან მსგავსი მითითების გაცემას უარყოფენ.

გაფიცული მძღოლები ამ დროისთვის ცენტრალურ ბულვარში არიან შეკრებილი. ისინი მოთხოვნის შეცვლას არ აპირებენ.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები მიმდინარე წლის 6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.

ქალაქის ვიცე-მერმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია, რის შემდეგაც მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.




ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან
Print