ახალი ამბები
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მუშები ხელფასების დროულად დარიცხვას, ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა ანაზღაურებას ვერ იღებენ და იანვრის შემდეგ ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი დაირიცხა. დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებების დადებასაც ითხოვენ.

"ადამიანურ პირობებში მუშაობას ვითხოვთ. საათში 4,95 ლარი უნდა აგვინაზღაურონ,თუმცა ვერ გავიგეთ რა პრინციპით ხდება დაანგარიშება.ვმუშაობთ და საბოლოოდ დაბალ ანაზღაურებას ვიღებთ. არც შრომითი ხელშეკრულებები გვაქვს და როცა მოუნდებათ შეუძლიათ გაგვიშვან", - განმარტავს აქციის ერთ- ერთი მონაწილე.

სამშენებლო კომპანია ალტკომის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვრის ხელფასი უკვე დაირიცხა,დარჩენილი დავალიანება კი მალე ანაზღაურდება.ამბობენ, რომ ხელშერულებები დასაქმებულებთან დადებულია და სამუშაო პირობებიც შესაბამისია.
Print