ახალი ამბები
ქუთაისში ბენეფიციარები სააღდგომო ნობათებს მიიღებენ
FaceBook

ქუთაისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ნობათს დაარიგებს.


ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 6 მარტს 79 983 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.(SPA170003807) სადაც წინადადებების მიღება 2017 წლის 22 მარტს დაიწყება.

სატენდერო დოკუმანტაციის მიხედვით, ნობათებში  თითო-თითო ცალი გაყინული ქათამი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი და 2 კილოგრამი შაქარი შესაბამისი გამძლეობის პოლიეთილენის პარკში უნდა იყოს მოთავსებული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნობათები 2017 წლის 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ქუთაისის მერიის მიერ შერჩეული ადგილიდან სხვადასხვა კატეგორიის 2 684 ბენეფიციარზე უნდა დაარიგოს.

"სოციალური ღონისძიებების"  პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 27 მარტს იწურება.

 

Print