ახალი ამბები
ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების  გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი,  #23ა მიკროავტობუსი მუშაობს.
"უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ გამოვსულიყავი, მაგრამ სხვები არ მუშაობენ და ამიტომ მეც რამდენიმე რეისის შემდეგ გავჩერდები", - ამბობს #23ა მიკროავტობუსის მძღოლი. 

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები  6 მარტს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ. ქალაქის ვიცე-მერმა მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია. რის შემდეგაც, მძღოლები მერიის შენობაში თვითმმართვეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თუმცა, დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის  მიუხედავად მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.  




ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება
Print