ახალი ამბები
"წლის ბიზნესი 2016" ში მონაწილეობის ვადა 10 მარტს იწურება
FaceBook

ქუთაისში საუკეთესო ბიზნეს კომპანიების გამოსავლენად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტს იწურება.

კომპანიებმა  საბუთები ქუთაისის მერიაში უნდა მიიტანონ,  ან ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  გაგზავნონ.

ქუთაისის მერია 30 გამარჯვებულს 16 ნომინაციაში გამოავლენს.

წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის ბიზნემენები შემდეგ ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდებიან: წლის ქველმოქმედი, წლის ექსპორტიორი, დარგში წარმატებული წლის კომპანია (5 სფერო) / დარგის ლიდერი, წლის სამრეწველო კომპანია, წლის სამედიცინო დაწესებულება, წლის სამშენებლო კომპანია, წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის სასტუმრო, წლის დამსაქმებელი, მუნიციპალიტეტის წლის პარტნიორი, წლის ქალი მეწარმე, წლის ინვესტორი, წლის ბიზნეს სტარტაპი, წლის მზარდი ბიზნესი და წლის ტურისტული ბიზნესი.


ქუთაისის მერია წლის წარმატებულ ბიზნესკომპანიებს გასული წლიდან აჯილდოვებს. გასულ წელს, ქუთაისის მერიამ 12 წარმატებული ბიზნესკომპანია გამოავლინა.
Print